ღია წვდომის კვირეულის თემა 2023: საზოგადოებრივი ინტერესის უპირატესობა კომერციალიზაციაზე

 წლევანდელი საერთაშორისო ღია წვდომის კვირეულის (23-29 ოქტომბერი) თემა არის „საზოგადოებრივი ინტერესის უპირატესობა კომერციალიზაციაზე “. თემა ხელს უწყობს ღია დისკუსიას იმასთან დაკავშირებით თუ ღია მეცნიერების რომელი მიდგომები ანიჭებს უპირატესობას საზოგადოებისა და აკადემიური წრის საუკეთესო ინტერესებს - და რომელი არა.

193 წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებული იუნესკოს ღია მეცნიერების რეკომენდაცია ხაზს უსვამს საზოგადოებასა და კომერციალიზაციას შორის უპირატესობის საზოგადოებისთვის მინიჭების აუცილებლობას და მოუწოდებს „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო აქტივობების სარგებლის არათანაბარი მოპოვების“ წინააღმდეგ და „სტატიის დამუშავების საფასურის გარეშე არაკომერციული და კოლაბორაციული საგამომცემლო მოდელების“ მხარდასაჭერად. ამ სფეროებზე ფოკუსირებით, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ საწყის ხედვას, რომელიც ღია წვდომის იდეის პირველი განსაზღვრებისას იქნა ფორმულირებული: „ძველი ტრადიცია და ახალი ტექნოლოგია ერთამენთს შეერწყა, რათა შესაძლებელი გაეხადა უპრეცედენტო საზოგადოებრივი სიკეთე“.

როდესაც კომერციული ინტერესები უფრო მეტად პრიორიტეტულია ვიდრე იმ საზოგადოების ინტერსები, რომელმაც კვლევით უნდა ისარგებლოს იბადება მრავალი პრობლემატური საკითხი. ღია წვდომის კვირეული ინდივიდებს აძლევს შესაძლებლობას განიხილონ მათ ლოკალურ კონტექსტში არსებული ყველაზე მეტად რელევანტური საკითხები. მოცემული საკითხები შეიძლება მოიცავდეს: რა საზოგადოებრივი დანაკარგი იქმნება, როდესაც კონტროლი ცოდნის წარმოებაზე არის არა თავად მკვლევარების არამედ მცირე რაოდენობის კორპორაციების ხელში? რას წარმოადგენს იმ ბიზნეს მოდელების ღირებულება, რომლებიც იღებენ არაპროპორციულად დიდ სარგებელს? როდის უქმნის საფრთხეს აკადემიურ თავისუფლებას პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება? შესაძლებელია თუ არა, რომ კომერციალიზაციამ ოდესმე იმუშაოს საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ? საზოგადოების მიერ კონტროლირებადი ინფრასტრუქტურის გამოყენების რა მოდელები არსებობს, რომელიც შეიძლება უკეთ მოემსახუროს სამეცნიერო წრის წარმომადგენლებსა და საზოგადოების ინტერესებს (მაგალითად, პრეპრინტ სერვერები, რეპოზიტორიუმები და ღია საგამომცემლო პლატფორმები)? როგორ შეგვიძლია ნორმად გავხადოთ ასეთი საზოგადოების ინტერესებს მორგებული მოდელები?

ღია წვდომის კვირეულის მრჩეველთა კომიტეტის მიერ შერჩეული წლევანდელი თემა იძლევა შესაძლებლობას გავერთიანდეთ, მივიღოთ აუცილებელი ზომები და ავამაღლოთ ცნობიერება ცოდნის გაზიარების სისტემების საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელობის შესახებ. ღია წვდომის კვირეული 2023 ჩატარდება 23 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით; თუმცა, ნებისმიერ მსურველს აქვს თავისუფლება, წლის მანძილზე მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს უმასპინძლოს დისკუსიებს და მოარგოს თემატიკა და აქტივობები ადგილობრივ კონტექსტს.

ღია წვდომის კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს openaccessweek.org. კვირეულის ოფიციალური ტვიტერ ჰეშთეგია #OAWeek.

ამ განაცხადის სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე openaccessweek.org.

ამ წლის ღია წვდომის კვირეულის თემის გრაფიკული მასალა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე openaccessweek.org.

Translated by: Nino Pavliashvili and Natali Giorgobiani

Previous
Previous

български

Next
Next

čeština